"მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელმაც "ოქროს წინსაფარი" მოიპოვა და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრის გაცინებაც შეძლო: "შენ ოქროსფერი უფრო მოგიხდება"
"მასტერშეფის" მესამე სეზონი დაიწყო. გუშინ "ქასთინგის" მეორე ეტაპი დასრულდა. ჟიურის უკვე ჰყავს ფავორიტები. გუშინდელ გადაცემაში კი "ოქროს წინსაფარი" სერგო ოვჩარენკომ დაიმსახურა.