"პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში" - დეტალები, რომლებიც ამ დროისთვის ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციაზეა ცნობილი
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცთან, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულნი არიან, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა სირაძემ.