loader

"იმდენი წუწუნი მესმის ქალაქში ჯანიანი ბიჭების... ჯანით სავსე მამაკაცი ყოველთვის შეძლებს საქმე აკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი" - ვისზე საუბრობს პრემიერი აღფრთოვანებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმდენი წუწუნი მესმის ქალაქში ჯანიანი ბიჭების... ჯანით სავსე მამაკაცი ყოველთვის შეძლებს საქმე აკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი" - ვისზე საუბრობს პრემიერი აღფრთოვანებით

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლში იმყოფება, სადაც ფერმერებთან შეხვედრას მართავს. გიორგი გახარიამ საუბრის დაწყების პირველი წუთები შიდა ქართლის გუბერნატორზე, გიორგი მჭედლიძეზე საუბარს დაუთმო. გახარია ამბობს, რომ "ჯანით სავსე მამაკაცი ყოველთვის შეძლებს საქმე აკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი". 

გიორგი მჭედლიძე ცნობილი ფერმერია. მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად 169 ნუშის ნერგი დარგო. 
2016 წლიდან, ნუშისა და კაკლის ბაღები უკვე გააშენა. მისი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს, ნაკვეთები კი - საოკუპაციო ხაზთან. რუსი სამხედროების მიერ გავლებულ ღობესთან კი პალმები დარგო.