loader

"ახლა დამასრულებინეთ... მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში" - გიორგი გახარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა დამასრულებინეთ... მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში" - გიორგი გახარია

მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მე, 12 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, როდესაც მისი ქონების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მის დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად მოყვანილი.

„თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერია. ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის გიორგი ციცქიშვილი, რომელიც პრემიერის ქონების ყიდვა- გაგაყიდვაში ფიგურირებს, გახარიამ აღნიშნა, რომ მას 2012 წლის შემდგ საქართველოში არაფერი შეუძენია.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაამთხვევაა თუ არა, როდესაც ნახსენებია მისი ახლობლის სიძე, გახარია პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და აქ, ამის უკან არაფერია“. „თუ არის სადმე, რამე კანონდარღვევაა, მოიტანეთ ფაქტები“, - აღნიშნა პრემიერმა.