loader

დღეიდან დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეიდან დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით

დახურულ საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მოქალაქეები დღიდან, 15 ივნისიდან დაჯარიმდებიან.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილება იურიდიულად უკვე მოქმედებდა, თუმცა პირბადის ტარების კონკრეტული წესები მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს. მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტი 15 ივნისს გამოქვეყნდება და შესაბამისად, მოქალაქეებს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქციები ამ დღიდან დაეკისრებათ.