loader

"მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში" - სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში" - სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ლამისყანიდან მიმართავს.

"დღეს 15 ივნისია. დღეიდან იხსნება შიდა ტურიზმი. მე მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა საქართველოში. აღმოვაჩინოთ სხვანაირი საქართველო, ისეთი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია და ყველამ ერთად გავიგოთ, რომ აქ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მართლაც აღმოჩენად ღირს" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში.

ადგილობრივი ტურიზმის გახსნასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონს ეწვევა, რამდენიმე კურორტსა და დაცულ ტერიტორიას დაათვალიერებს.