უბედური შემთხვევა თბილისში - ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩაწყდა, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია
თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაშავებულ არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.
დაშავებულები სასწრაფო დახმერების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.
ავტორი: თაზო ზარიძე