ცნობილია, რომელ მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები
გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია იქნება, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი კი ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს.
რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქსა და საბურთალოს, ოპოზიციაში საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.