loader

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული პირების დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული პირების დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

როგორც მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

მისივე თქმით, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.