loader

უახლესი ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე და ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე და ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 926 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა და 791 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.