მოძრაობამ "7 ნოემბერი" საპროტესტო აქცია გამართა
მოძრაობამ "7 ნოემბერი" იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.
მოძრაობის წარმომადგენლებმა აქციაზე მიიტანეს იმ პირთა ფოტოები, რომლებზეც აქციის ორგანიზატორთა თქმით, ბოლო წლებში სამართალდამცავების მიერ მოკლული პირები არიან ასახული.
როგორც მოძრაობის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, იუსტიციის მინისტრისგან ითხოვენ ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც ამჟამად შს სამინისტროს და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობეზე მუშაობენ და, რომლებსაც ბრალი მიუძღვით აღნიშნული პირების მკვლელობაში.
ფოტოებს შორის იყო სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძისა და იმ პირთა ფოტოები, რომელთა ნაწილი სპეცოპერაციებს ემსხვერპლა.
"7 ნოემბრის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ და მოითხოვენ დამნაშაავების დასჯას.