"იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა" - ახალი ვარაუდი შაქარაშვილის საქმეზე, რომელზეც ბრალდებული ძიუდოისტის ადვოკატი საუბრობს
ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული „მერსედესის“ მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.