loader

"უმიზეზოდ არ მოკლავდა..." - რატომ ხდება, რომ ფემიციდის ან ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, ქალთა ნაწილი თავად მსხვერპლს ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმიზეზოდ არ მოკლავდა..." - რატომ ხდება, რომ ფემიციდის ან ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, ქალთა ნაწილი თავად მსხვერპლს ადანაშაულებს

ქალური სოლიდარობა - ეს ნიშნავს, გაიაზრო საერთო პრობლემა, მხარი დაუჭირო ქალს ნებისმიერ პრობლემატურ საკითხზე. მასკულინურ ნარატივებზე გაზრდილ ქალებს თუ კაცებს ხშირ შემთხვევაში ამის გააზრება უჭირთ. მეტიც, არასოლიდარულ განწყობებს პრობლემად არ აღიქვამენ.

ქალური სოლიდარობის საკითხი ბევრჯერ გამხდარა პოპ-კულტურაში ერთ-ერთი აქტუალური თემა, თუმცა, სხვა გაგებით. ჰოლივუდის არაერთ ფილმში მრავლად გვხვდებოდა ისეთი კლიშეები, რომლებიც საზოგადოებაში არასოლიდარულ განწყობას კიდევ უფრო აღრმავებდა და მის საჭიროებას არათუ არ წარმოაჩენდა, არამედ პირიქით, მეორე პლანზე ინაცვლებდა. თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წელია, ჩარჩოები, ფაქტობრივად, დაიმსხვრა, უკვე თავად ჰოლივუდის მსახიობებიც კი ალაპარაკდნენ თანასწორობისა თუ სოლიდარობის მნიშვნელობაზე. მსახიობებს შორის კაცებიც არიან.

აზროვნებაში ცვლილება საქართველოშიც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ამაში გარკვეული წვლილი ქალთა ჯგუფებსაც მიუძღვით, რომლებიც ქალებში სექსუალური განათლების ამაღლებას და ძალადობასთან არშეგუებას და კიდევ ბევრ სიკეთეს თესავენ.