"ქარი რომ წამოვიდა, ვეღარ ვიჭერდით ფანჯრებს... რაც რამე გვქონდა, ყველაფერი გაგვინადგურა" - ადგილობრივები წუხანდელ სტიქიაზე და კადრები დასეტყვილი ვენახებიდან
სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კახეთის მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტები ზარალს ამ წუთებშიც ითვლიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კონდოლში 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.