"სირცხვილია, სირცხვილი... წყალი, ჩქარა" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმში?
აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, ინვესტორთან კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენობაში შესახლებულთა ინტერესები.