"ასეთი მდაბიო და დაბალი დონის "შუტკა" არასდროს არავის უკადრებია ჩემთვის" - რა უპასუხა ია ფარულამ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმა სკანდალურმა გადაცემამ გააღიზიანა
"რუსთავი 2“-ის ეთერში "ფარული კონვერტის" მორიგი გადაცემა გავიდა, რომლის სტუმარიც მოდელი გიორგი ნაზღაიძე გახლდათ. გადაცემის კონკრეტული მონაკვეთები რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. მათ შორის გახლდნენ ჟურნალისტი და პროდიუსერი მაკა რაზმაძე და მომღერალი თემურ თათარაშვილი.
მაკა რაზმაძისთვის გაღიზიანება მისმა ფოტოშარჟმა გამოიწვია, რომელიც გადაცემაში აჩვენეს, იმ სტატუსით, რომ ნაზღაიძე ცნობილ ადამიანებზე ხუმრობდა. თუმცა, მაკასთან შედარებით, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თემურ თათარაშვილი.
მისი მისამართით მოდელის მიერ გაჟღერებულმა ბრალდებამ, თითქოს მას ერთ-ერთ საღამოზე ფეხზე ხელი დაადო, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თათარაშვილისთვის.
"დღეს შედარებით ფრთხილი პოსტი დავწერე, არ მინდოდა მძაფრად მეთქვა ის, რასაც სინამდვილეში ჩემგან და არამარტო ჩემგან იმსახურებს "ფარული კონვერტი", რომელსაც გადაცემასაც ვეღარ ვუწოდებ, ისე დაბლა დაეშვა და გაბანძდა უკვე. სიბინძურის და ცილისწამებების ბუდედ გადაიქცა".
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ია ფარულავამ პასუხისმგებლობა პროდიუსერებს დააკისრა.