loader

ქალის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-გავრცელების ფაქტზე კრიმინალური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-გავრცელების ფაქტზე კრიმინალური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.