loader

ვინ არის მედიამაგნატი, რომელიც უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგების ბრალდებით დააკავეს - რა ხდება ჰონგ-კონგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მედიამაგნატი, რომელიც უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგების ბრალდებით დააკავეს - რა ხდება ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი 7 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებულებს შორის ჰონგკონგელი მედიამაგნატი ჯიმი ლეიცაა, რომელიც უსაფრთხოების ახალი კანონის დარღვევაში, კერძოდ კი, უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგებაში, არის ეჭვმიტანილი.

სამართალდამცველები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ცნობისათვის, პეკინის განმარტებით, უსაფრთხოების კანონი ითვალისწინებს სასჯელს, მათ შორის, სამუდამო პატიმრობას, დივერსიული საქმიანობისთვის, სეპარატიზმისთვის, ტერორიზმისა და უცხო ძალებთან საიდუმლო გარიგებისთვის. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი ქალაქში მოქალაქეების თავისუფლებას შეზღუდავს, მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ კანონი ქალაქს სტაბილურობას მოუტანს, რაც, მათი განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია შარშანდელი ხანგრძლივი პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების შემდეგ.