ადგილი მახინჯაურში, სადაც ავარიამ ერთი ოჯახის 3 წევრი იმსხვერპლა - როგორია მძიმედ დაშავებული 3 არასრულწლოვნის მდგომარეობა?
ცნობისთვის, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა და სამი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბებია, რძალი და შვილიშვილი.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.