"ამოქმედდება რეგულაციები" - რას უპირებს მთავრობა სვანეთს მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება.
მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.
„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები გატარდება, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.