"ოცნების" ახალი სახეები პარტიულ სიაში - მმართველ პარტიას ცნობილი ტელეწამყვანი შეუერთდება, რომელიც დიდი ხანია ეკრანზე არ გვინახავს
ონლაინგამოცემა Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გაცხადდა, სიის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო სიაზე მუშაობისას, ბიძინა ივანიშვილის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება და ამაში გასაკვირი არაფერია.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვიხილოთ: ანალიტიკოსები ნიკოლოზ მეტრეველი, გია აბაშიძე, სოციოლოგი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი; ასევე, საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე იქნება ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე. როგორც ambebi.ge-ს წყარო უყვება, სიაში იქნება იურისტი, იურიდიული ფირმის "მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური" დირექტორ–პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს "ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე.
ნახეთ ვრცლად