თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე, დაკვამლიანება იყო - კადრები ადგილიდან
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მეტროპოლიტენის პრესსამსახურიდან აცნობეს.
დღეს, 18:53 საათზე, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყვეტილი იყო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხარვეზის შესწავლის მიზნით შემთხვევის ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა. ადგილზე სასწრაფო და სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც იყვნენ მობილიზებული.