თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო - საზღვარი 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. “აჭარის მაუწყებლის“ ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა.
გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე უნდა გაიარონ.
ნებართვის მიმღებ პირებს თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები, შვიდი დღის განმავლობაში, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ეგზავნებათ.