კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავთ ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში - პოლიტიკოსი ამჟამად კომაშია
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით ბერლინში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.
ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელმა გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ნავალნის მდგომარეობა როგორც ფრენის, ასევე გერმანიაში დაშვების დროს სტაბილური იყო.
ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელმა გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ნავალნის მდგომარეობა როგორც ფრენის, ასევე გერმანიაში დაშვების დროს სტაბილური იყო.