loader

ვინ არის ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ძიძა, რომელიც 2 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. რომელიც ძიძად მუშაობდა თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ძიძა 2 წლის ბავშვზე პერმანენტულად ძალადობდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.“- აღნიშნულია განცხადებაში.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


“ტელეკომპანია პირველმა“ აღნიშნული საქმის დეტალები მოიპოვა.