loader

“მითხრა, ოთახიდან გადი, მე ვენდობი მიხეილ რამიშვილსო!“- თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია გარდაცვლილის მშობლების შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მითხრა, ოთახიდან გადი, მე ვენდობი მიხეილ რამიშვილსო!“- თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია გარდაცვლილის მშობლების შესახებ საუბრობს

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი “ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში 23 წლის პროგრამისტის შესახებ საუბრობს.

“მითხრა სამსახურში ჩემი უფროსი მომწონსო, პირველი შენ გაიგებო.
ბაჩანას შესახებ არასოდეს არაფერი უთქვამს. არ ვიცი რა საშუალებით, ბაჩანამ ჩემამდეც მოაღწია. ეგ სწავლობდა მაგათთან. იცნობდნენ როგორც ფსიქოლოგიურად გადახრილ პიროვნებას, არავისთან მეგობრობდა.

ვერ წარმომიდგენია ჩემი დის შვილი როგორ მივიდა და დაუჯდა გვარამიას. ჩემი პროტესტია ეს. გამოძიებას ვენდობი. გვარამიას გამოძიებას არ ვენდობი.“- აცხადებს ზურაბაშვილი და ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის შესახებაც საუბრობს.
“გამოვთქვი დიდი პროტესტი, როგორ ღებულობ ადამიანს, რომელიც თავისით მოდის და უფასოდ აპირებს დახმარებას. ესეიგი მას ვიღაც, დაინტერესებული პირი უხდის. მითხრა- ახლა ოთახიდან გადიო, მე ვენდობი მიხეილ რამიშვილსო“- აცხადებს ბებია.