“45 დღე გავიდა, თვალწინ არის ყველაფერი, კვალის წაშლა, ხელის დაფარება“ – თამარ ბაჩალიაშვილის მამა ავტომობილის ექსპერტიზის შედეგებზე საუბრობს
თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია, რადგან ავტომობილის აღმოჩენიდან 1 კვირის თავზე უკვე ითხოვდნენ ექსპერტიზას.
“ხომ ხედავთ, თვალწინ არის ყველაფერი - კვალის წაშლა, ხელის დაფარება. ძალიან დაგვიანდა ექსპერტიზა, 45 დღე გავიდა უკვე. დროს სპეციალურად წელავენ და ვის აფარებენ ხელს, არ ვიცი”, - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ.