loader

"სასწავლო წელი დაიწყება ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით" - თბილისის 23-ე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასწავლო წელი დაიწყება ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით" - თბილისის 23-ე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

23-ე სკოლა 12 წლის მოზარდს ემშვიდობება, რომელიც ლისის ტბაზე პატრულ-ინსპექტორის ავტომობილმა იმსხვერპლა.

“რამდენიმე დღეც და სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენი სკოლისთვის უდიდესი ტრაგედიით...
რამდენიმე დღეა ვცდილობთ რაღაც ფორმით გამოვხატოთ დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი, თუმცა გვიჭირს ძალიან...

ალბათ ყველა სიტყვა ფუჭია...
რამდენიმე დღე N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები მივდიოდით ერთ ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ოჯახში...
და ვემშვიდობებოდით ჩვენს მზე - ბიჭს, - მათე გოგიას, მხიარულ და საყვარელ ბიჭს.
ის გაუგებრობის და დაუდევრობის მსხვერპლია.
შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული.
არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება...

უბრალოდ ძალიან გთხოვთ - გაუძელით!
ჩვენ - მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენ გვერდით, ლუკას გვერდით...
ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას....

და გაიზიარეთ ჩვენი - სკოლის მწუხარება: მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან!
წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი... დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი... 
ძალიან მწარე ხარ, შვილო...“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორი ირაკლი ცომაია აცხადებს, რომ მოზარდი მის წინ აღმოჩნდა და ვეღარაფრის გაკეთება ვერ შეძლო.