"ბრიტანეთში კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ნოემბერში ყოველდღიურად 200 ადამიანი დაიღუპოს" - გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი პატრიკ ვოლანსი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების გარეშე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, გაიზრდება ფატალური შემთხვევების რაოდენობაც და შესაძლოა, ნოემბერში ყოველდღიურად 200 ადამიანი დაიღუპოს. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის ეპიდემია ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორმაგდება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.