ალეკო ელისაშვილმა სახელმწიფოს არჩევნების ჩატარების ახალი ფორმატი შესთავაზა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სახელმწიფოს არჩევნების ჩატარების ახალი ფორმატი შესთავაზა. მისი ინიციატივით, შესაძლებელია, რომ ნაცვლად 31 ოქტომბრისა, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, არჩევნები ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს ჩატარდეს.
მისივე თქმით, სამართლებრივად ეს შეთავაზება რთული და თითქმის შეუძლებელია, რადგან კონსტიტუციურ ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვერ მოესწრება, თუმცა მან ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს დისკუსიაში ჩაბმისკენ მოუწოდა, რათა ერთობლივად შეთანხმდნენ ორდღიან საარჩევნო ციკლზე.