არის თუ არა დავითგარეჯას კომპლექსი სრულად საქართველოს ტერიტორიაზე - ისტორიკოსი ყველა კითხვაზე პასუხს სცემს
დავითგარეჯას კომპლექსი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. მიუხედავად მისი აქტუალურობისა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რაზე არის დავა და კომპლექსის რომელი ნაწილია საქართველოს ტერიტორიაზე და რას ვედავებით აზერბაიჯანულ მხარეს. Palitravideo-მ და Kvirispalitra-მ ისტორიკოს ლადო მირიანაშვილთან ერთად მოვამზადეთ ვიდეო, რომელიც ყველაფერში მარტივად გაგარკვევთ.