loader

"მის პრინცესა საქართველო 2020"-ის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის პრინცესა საქართველო 2020"-ის გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

მთაწმინდის პარკის ამფითეატრში „მის პრინცესა 2020“-ის შესარჩევი კონკურსი გაიმართა. „მის პრინცესა საქართველო 2020"-ში მონაწილეობას 4-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები იღებდნენ და გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდა.

კონკურსზე, რომელიც სამ ტურად გაიმართა, მოდელები ჟიურის წინაშე დიზაინერ ანანო ნადარეიშვილის სამოსით წარდგენენ. კონკურსი „მის პრინცესა საქართველო 2020“ სამოდელო სააგენტო "ნიუ მოდელსის" ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

წლევანდელი წლის გრან-პრის მფლობელი ანი ფრიდონაშვილი გახდა.