"ძალიან კეთილი იყო, ხაჭაპურიც გვაჭამა" - რას ჰყვებიან მძევლები მძარცველზე?
ზუგდიდის ბანკის დაყაჩაღების შემდეგ ნელ-ნელა ახალი ფაქტები აშკარავდება. მძევლები, რომლებიც ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოდიან, დაყაჩაღების მომენტებს იხსენებენ. თიკო ხუფენია, რომელიც მძევლებიდან ერთ-ერთი იყო, იხსენებს დამყაჩაღებლის დამოკიდებულებას მათ მიმართ.