გია თორთლაძე: ივანიშვილის რუსული ფული "რესპუბლიკელებს", ალასანიას და სხვებს ურიგდებათ
"დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის, დეპუტატ გია თორთლაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზნით დიდ რუსულ ფულს ხარჯავს.
როგორც თორთლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი ბიძინა ივანიშვილის ხელით საქართველოსთვის საბოლოო და ყველაზე ძლიერი დარტყმის მიყენებას გეგმავს და ამ შემთხვევაში მისი იარაღი ფული იქნება.
როგორც თორთლაძე აცხადებს, ფული ურიგდებათ "რესპუბლიკელებს", ირაკლი ალასანიას, კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის პარტიებს, ასევე იმ ექსპერტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში არიან გაერთიანებულნი.
გია თორთლაძე დღეს კახა კალაძის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი საერთო არა აქვს, ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა სწორედ ფინანსური ინტერესების გამო გადაწყვიტა.