loader

"ოთო კახიძემ რომ თქვა, მე და ნანუკა დავინფიცირდითო..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოთო კახიძემ რომ თქვა, მე და ნანუკა დავინფიცირდითო..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატს, ოთო კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მან "ფეისბუქზე" დაწერა, სახლში, თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.

"მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს", - ამბობს ოთო კახიძე.

აღნიშნულს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟლიანი: "ოთო კახიძემ რომ თქვა, მე და ნანუკა დავინფიცირდითო, ის მე არ ვარ... მისი ცოლია. მე ჯანმრთელად ვარ,  ოთოსაც და ნანუკასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ".