ბაღდათში მომხდარ ავარიას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე გარდაცვლილია ბავშვის მამა, ბიძა და ბებია.
კლინიკაშია გადაყანილი ბავშვის დედა და კიდევ ერთი არასრულწლოვანი.
ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.