loader

"ეს საუბარი ჩვენ შორის უნდა შემდგარიყო" - "დინამოს" ფანებსა და ფეხბურთელებს შორის ემოციური საუბარი შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს საუბარი ჩვენ შორის უნდა შემდგარიყო" - "დინამოს" ფანებსა და ფეხბურთელებს შორის ემოციური საუბარი შედგა

თბილისის "დინამოს" ფანკლუბ "ელიტის" წარმომადგენლები გუნდის ფეხბურთელებს "საბურთალოსთან" გამართული მატჩის შემდეგ შეხვდნენ და აღნიშნული შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელეს.

კადრებში ჩანან "დინამოს" მოთამაშეები, ხოლო ფანებს სახე დამალული აქვთ, თუმცა მათი ხმა კარგად ისმის:

"დინამოში" თამაში დინამოელობას არ ნიშნავს. "საბურთალოსთან" მოგებით გამოსწორდება ყველაფერი? ოპტიმიზმი ჩვენც გვაქვს... საქართველოს ჩემპიონობაა თამასა?!"

თბილისის "დინამო" წლევანდელ ევროტურნირებს "კლაკსვიკთან" 1:6 მარცხის შემდეგ გამოეთიშა. დედაქალაქელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე არიან და ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.