loader

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35 567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16 904-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 209 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდსასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 2 346-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.