"ქალის სხეულის ნაწილები ზღვაში იპოვეს, მილიონერი მის წყალქვეშა ნავში გაუჩინარდა" - დანიელმა გამომგონებელმა ჟურნალისტი მოკლა და ციხიდან გაქცევა სცადა
დანიელი გამომგონებელი და მილიონერი პიტერ მედსენი, რომელიც საკუთარ წყალქვეშა ნავზე შვედი ჟურნალისტის, კიმ უოლის მკვლელობის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა კოპენჰაგენის პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევისას დააკავეს. მედსენის ასაყვანად გზა სპეცრაზმმა, სნაიპერებმა და სხვა სამართალდამცველებმა გადაკეტეს. როგორც ცნობილია, გამომგონებელს წელზე შაჰიდის ქამრის მსგავსი მოწყობილობა ეკეთა, შუა ქუჩაში დაჯდა და მოწყობილობის აფეთქებით იმუქრებოდა. თუმცა, საბედნიეროდ, არც აფეთქება მომხდარა და არც სნაიპერებს უსვრიათ.
ავტორი: ნინი გოგიშვილი.
ავტორი: ნინი გოგიშვილი.