loader

"წარმოუდგენელი ტრაგედიაა... დიდი გლოვა გვაქვს" - გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა, მიკროავტობუსში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ისხდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმოუდგენელი ტრაგედიაა... დიდი გლოვა გვაქვს" - გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა, მიკროავტობუსში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ისხდნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 დაშავებული კლინიკა გორმედიში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გვიან ღამით ერთ-ერთი დაშავებული თბილისში, „ჯერარსის“ კლინიკაში გადმოიყვანეს.

გორში, კლინიკა „გორმედთან“ იმყოფოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით, რომელიც ავარიაში მოყვა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ჩამოსული მოქალაქეები თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.