loader

“ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, ოლიგარქი, რუსი ივანიშვილი სათავეში მაინც დარჩა!“- თაკო ჩარკვიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, ოლიგარქი, რუსი ივანიშვილი სათავეში მაინც დარჩა!“- თაკო ჩარკვიანი


“მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი :მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას- მადლობთ მეგობრებო , მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მიზანი ანუ დეპუტატობა , მადლობა ვინც ხმები მოგვცა. ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება ანუ ოცნება დარჩა , დიახ ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება “მავანი” და ფსევდო ოპოზიციასაც უკეთ დაინახავს , ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში მეთქი , ბევრს არ ესიამოვნა ვერ გაიგეს რატომ ვთქვი , ა ბატონო როგორც ვთქვი ისეა ( თავად თქვა ადამიანმა რეალობაა ამ ეტაპზე ასეა) სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია “ფსევდო ტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ოდნავ განსხვავებული ხედვით “ ჩაქოლვა” არ ასცდება, ჰო და ...ა ბატონო , ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქვრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ და საჩივრებიც და ვიდეო კადრებიც არის, კი ბატონო ასეა უდავოდ და მაინც ოლიგარქი რუსი ივანიშვილი დარჩა!!!!!“- წერს თაკო ჩარკვიანი.