უმძიმესი კადრები მარნეულიდან, სადაც დედა-შვილი მოკლეს
ადგილობრივები მარნეულის სოფელ ახლოლალოში ახალგაზრდა ქალისა და მისი 22 წლის შვილის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ფაქტზე დეტალებს ჰყვებიან.
როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დედა-შვილი მათივე ახლო ნათესავმა, მამა-შვილმა მოკლა. კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდებული, 16 წლის მოზარდი და მოკლული გოგონა ბიძაშვილები იყვნენ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ.
"საღამოს საათებში სროლის ხმა გავიგეთ და ადგილზე მოვედით. ეზოში ორი მოკლულის, დედა-შვილის ცხედარი ვნახეთ. მკვლელობის მოტივი ყველა ჩვენგანისთვის უცნობია“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნათესავებს შორის უთანხმოება არ ყოფილა.
"ორივე წყნარი ოჯახი იყო, ჩხუბის ხმაც კი არასდროს გაგვიგია. ყველა გაკვირვებული ვართ“, - აღნიშნავს მეზობელი.