loader

ექიმის ემოციური მიმართვა საზოგადოებას - "შვილების თვალწინ დავკარგეთ მამები; Covid-19-ის თუ ვინმეს არ სჯერა, მოდით და 1 საათით განახებთ, უბედურება ტრიალებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმის ემოციური მიმართვა საზოგადოებას - "შვილების თვალწინ დავკარგეთ მამები; Covid-19-ის თუ ვინმეს არ სჯერა, მოდით და 1 საათით განახებთ, უბედურება ტრიალებს"

ბათუმშის საერთაშორისო ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი შავლეგ კუტალაძე კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც ვირუსის არ სჯერათ.

"არ ვიცი, როგორ გადმოვცე ეს სასოწარკვეთა, რომელიც დამეუფლა მესამე კვირაა უკვე. Covid-19-ის თუ ვინმეს არ სჯერა, მოდით და 1 საათით განახებთ, უბედურება ტრიალებს. სამედიცინო პერსონალი ნაწილი უკვე ინფიცირებული და ნაწილი მოლოდინში. წყალს არ ვსვამთ, რომ ტუალეტში შესვლა არ მოგვიწიოს. შვილების თვალწინ დავკარგეთ მათი მამები. ამ სტატუსის დაწერისკენ მიბიძგა (პაციენტმა) ბებომ, რომელსაც მესამე კვირაა CPAP რეჟიმით უტარდება ჟანგბადის მიწოდება გაუჩერებლად, დღეს მეხვეწება: ბებო დამაძინე გთხოვ!!! მსგავსი რამ, არ ვიცი როგორ უნდა გადავიტანოთ. იფიქრეთ ამაზე", - წერს შაკო კუტალაძე.