ჟურნალისტმა იაგო ხვიჩიას ყურადღება დაძაბული მატჩის გამო ვერ მიიქცია
გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში 1:0, სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. გულშემატკივრის სტადიონზე დაშვება არ შეიძლებოდა. გამომდინარე აქედან, ისინი სტადიონთან შეიკრიბნენ. გულშემატკივრებს შორის "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში "ფორმულას" ჩაერთო, თუმცა ჟურნალისტს დაძაბული მატჩის გამო მისი ყურადღების მიქცევა გაუჭირდა.