loader

"რატომ მივედით აქამდე?" - ამირან გამყრელიძე ასახელებს 2 მიზეზს, თუ რატომ გავრცელდა ქვეყანაში ეპიდემია ფართო მასშტაბით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ მივედით აქამდე?" - ამირან გამყრელიძე ასახელებს 2 მიზეზს, თუ რატომ გავრცელდა ქვეყანაში ეპიდემია ფართო მასშტაბით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ მილიონ მოსახლეზე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 33 ათასს შეადგენს, საქართველოში კი - 19 681-ს, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა, ეპიდემია ქვეყანაში ფართო მასშტაბით ვრცელდება.

"მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და რთულია, ეპიდემია ქვეყანაში ფართო მასშტაბით ვრცელდება. ყოველდღიურად მზარდია მონაცემები, ის უკვე დიდი ხანია 4-ნიშნა ციფრით განისაზღვრება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებოა. რატომ მივედით აქამდე? აქ არის, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, რაც ჩვენს სამსახურსაც გვქონდა და ასევე - ჩვენი მოსახლეობის თვითდაჯერება. ჩვენ, განსაკუთრებით ივნის-ივლისში, შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და რეგულაციები აღარ გვჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ შემოდგომა იქნებოდა რთული და რომ არ შეიძლებოდა ამ ილუზიის შექმნა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.