რა ხდება ამ წუთებში ლანჩხუთში? - ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.