ახალი დეტალები 23 წლის გოგოზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
კორონავირუსით ქუთაისში 23 წლის სალომე ყურაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო და სახლში გადიოდა მკურნალობის კურს.
როგორც რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განაცხადა, 23 წლის გოგო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს.
"ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა და შეყვანიდან მალე გარდაიცვალა", - ამბობს ირაკლი გოგინავა.
გარდაცვლილის ოჯახი კორონავირუსის არსებობას არ ადასტურებს. როგორ ისინი აცხადებენ, გოგონა კომაში დიაბეტის გამო ჩავარდა და კორონასტატისტიკაში არასწორად შეჰყავთ.