"აქამდე არ მინდოდა მეთქვა, სხვანაირად არ გამოსულიყო" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც მის შვილს პატიმრობა შეეფარდა
ჩემს შვილს ამის გაკეთებისკენ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ უბიძგა. როდესაც ლევანი ასეთ გაუბედურებელ და გაღატაკებულ ხალხს ხედავდა, ძალიან განიცდიდა, - ამის შესახებ წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის დედამ, ლამარა ტერელაძემ განაცხადა.
ლევან ზურაბაშვილის დედა ასევე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლამარა ტერელიძის განცხადებით, მისი შვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა.