“სიტუაცია ისე მიდის, რომ ადამიანებს სიკვდილის სიკვდილივით ეშინიათ“ - ხატია სიჭინავა
“მარტოობისთვის განწირული კაცობრიობა...
ღმერთმა შექმნა ადამი. მერე შეეცოდა მარტოობისთვის და მისი ნეკნისგან შქმნა ევა.
როგორ გამოიყენეს ადამმა და ევამ ღმერთისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ეს ცალკე ისტორიაა...
მთავარია, რომ ღმერთს შევეცოდეთ მარტოობისთვის...
დღეს სიტუაცია ისე მიდის, რომ ადამიანებს სიკვდილის სიკვდილივით ეშინიათ...
მათ არ დასჭირდათ გველი, რო აკრძალული ხილი მიეღოთ..
ორივე ხელით ჩაეჭიდნენ ვაშლს...
ყველაფერი კი სწორედ მარტოობით დაიწყო...
ადამიანთა კატეგორიამ თვითონ აირჩია მარტოობა. დისტანცირება, ერთმანეთზე უარის თქმა, ერთმანეთის "დაცვა" ერეთმანეთის სიძულვილით გადაწყვიტეს ...
სიკვდილივით სიკვდილზე შეშინებულებს, დაავიწყდათ, რომ ეს სიცოცხლე ღმერთის საჩუქარი არის და ვერავინ, ვერასდროს ვერ დაიცავს თავს, მითუმეტეს სხვას სიკვდილისაგან.
ღმერთი კი ცრემლმორეული უყურებდა კაცობრიობას, განკაცებულს ადამიანში თავის ნაწილს და ხედავდა როგორ ადვილად ნებდებოდნენ ყველაფრის შიშს , ღმერთის შიშის გარდა. როგორ უყვარდათ ყველაფერი , მის გარდა. როგორ აღიარებდნენ ყველას მამად და მხსნელად , მის გარდა. როგორ იბუდებდა მათ გულებში სიძულვილი, სიყვარულის ნაცვლად. როგორ ადვილად უარყოფდნენ მას, შიშით , მისი მოცემული სიცოცხლის დაკარგვის.
იმდენჯერ აჭედებედნენ მის ძეს ჯვარზე, რამდენჯერაც უარყოფდნენ მას.
არადა ერთხელ უკვე შეგვწირა!
არადა ერთხელ უკვე აჰკიდა მას ჩვენი ცოდვები !
არადა ერთხელ უკვე გვაჩვენა , რა მწარედ ვცდებოდით !
და მომრავლდნენ გველები, მომრავლდა ვაშლი, მომრავლდა ევა, რომელიც ბოლოს ადამსაც აცდენს !
რომელიღაც ხვალ, მეც გარდავიცვლები ... რომელიღაც დღე ჩემთვისაც აღმოჩნდება ბოლო ამოსუნთქვა... მინდა ეს ამოსუნთქვა მის მიერ ნაჩუქარი თავისუფალი სიცოცხლის დამთავრება იყოს ! უშიშრად, სიყვარულით, მისი სიყვარულით გასხივოსნებული და არა შიშით გაურკვევლობის მიმართ ! არა პირაკრულმა და დამუნჯებულმა, არა სიცოცხლეშივე მიცვალებულმა, არამედ მადლიერმა ყოველი დღისთვის და ძლიერმა ნებისმიერი განსაცდელის გადალახვით, მის მიერვე მოცემული ძალით დავამთავრო.
უკვდავების ღირსი რომ ვყოფილიყავით, თავიდანვე ესე ჩაგვიფიქრებდა...
მთავარია, მოცემული დროისთვისაც უღირსები არ აღმოვჩნდეთ ...
მე შენ მიყვარხარ მამა ...
მადლობა ყველაფრისთვის“- წერს ხატია სიჭინავა.