loader

ტორესა მოსიმ "გირჩი" დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტორესა მოსიმ "გირჩი" დატოვა

მწერალმა და ტელეწამყვანმა ტორესა მოსიმ "გირჩი" დატოვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

"მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემ ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.  ამით სრულდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება ახალი, პერიოდულად სხვადასხვა ფორმით გაგაგებინებთ ამ ახალი მოგზაურობის დეტალებს. P.S. ამ თემაზე დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებ მედიასთან, ზოგადად პოლიტიკურ თემებზე აღარ ვაპირებ ლაპარაკს. ხელოვნებაზე ვილაპარაკებ რამდენსაც გინდათ და სადაც გინდათ", - წერს ტორესა მოსი.